სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. რატომ, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა.
შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს. ეს ერთი და მეორე, მას არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, საბოტაჟი, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე და პრობლემა. რა თქმა უდნა, ის ამას ვერ მიაღწევს.
ის სპეკულაციებიც, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანი9ას შეუერთდა დრეს სალომე ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი თვითმიზანია, რომ რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს, რასაც ის რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერმა.