„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება.  - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს, მაგრამ თავი დაანებონ ორშაბათს.

 "

29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ,“- განაცხადა პრემიერმა.