დავით კირთაძის მისვლა ევროკავშირის ოფისში თავისთავად არის გაუგონარი მოვლენა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 

„რაც შეეხება დავით კირთაძის მისვლას ევროკავშირის ოფისში, ეს თავისთავად არის გაუგონარი მოვლენა და ეს არის, რა თქმა უნდა, სიძულვილის მხარდაჭერა, რაც ძალიან შემაშფოთებელია“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.