ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება არის დაწყებული, ამიტომ მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება, ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„მგონია, რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. პირველადი განცხადება გაკეთდა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, საუბარი იყო იმაზე, რომ მოხდა ჩხუბი ორ პატიმარს შორის, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. გამოძიებაც არის დაწყებული, ამიტომ მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება. ყველაფერი მნიშვნელოვანია, რატომ დაიწყო, როგორ დაიწყო, რა იყო მიზეზი, ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის,  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:  საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება - გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილ იქნა კლინიკა "ვივამედში"

2025 წლის 27 მაისს სუსმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა

შეგახსენებთ, სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაავალა 

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 48 წლის პირი დააკავეს - ამოღებულია 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი (ვიდეო)