საარჩევნო სიის პირველი ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან. - ამის შესახებ ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე განაცხადა.
"დასასრულს, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპარლამენტო გამსვლელ სიაში არიან სპორტსმენები: ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.