2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ვიხსენებთ, თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაეღუპათ და დიდებულ ამერიკელ ერს სოლიდარობას ვუცხადებთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღეს ცხადად გვახსენდება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველი ეფექტი.
“დღეს, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ვიხსენებთ, თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაეღუპათ და დიდებულ ამერიკელ ერს ვუცხადებთ სოლიდარობას.
ამ დღეს ცხადად გვახსენდება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველი ეფექტი”, - აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
Today, as we reflect upon the events of September 11th, 2001, our hearts go out to the families who lost their loved ones and to a great 🇺🇸nation. This day is a stark reminder of the devastating impact of terrorism on innocent lives. pic.twitter.com/58oEtlJIV7
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 11, 2023