პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს.
მასშტაბური ამნისტია შეეხებათ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა კანონმდებლობის დარღვევის საფუძველზე ჰქონდათ ჩამორთმეული.
განსაზღვრულია კანონდარღვევის გარემოებები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთჯერადი აქტით სარგებლობის შემდეგ, მძღოლებისთვის რეგულაციები გამკაცრდება




