"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას ამჟამად არ გადასცემს სამხედრო დახმარებას, რადგან ის ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე.
პოლონეთის პრემიერს ჟურნალისტმა ჰკითხა გააგრძელებს თუ არა პოლონეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა პასუხად განაცხადა რომ ვარშავა ამჟამად არ აწვდის კიევს იარაღს.
„ჩვენ ვიარაღდებით ყველაზე თანამედროვე იარაღით“, - ასეთი იყო მისი პასუხი.
"თუ არ გინდათ დაიცვათ თავი, უნდა გქონდეთ რაიმე, რითაც დაიცავთ თავს. ეს არის ჩვენი პრინციპი, ამიტომ გავზარდეთ იარაღის შესყიდვები", - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.