არასწორია გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება, ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„გერმანია პატივს მიაგებს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლულ ქართველებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მართავდნენ დემონსტრაციას. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხი საპროტესტო გამოსვლებს მართავდა ამავე მიზეზით და 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა. თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა მიმდინარე ამოცანაა. თვეებია, რაც ქართველები რუსთაველზე საპროტესტო აქციას მართავენ. მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ასევე არასწორია გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და არა მტრული უცხოური ძალა. ყველა გულწრფელმა ქართველმა იცის ეს გასული 30 წლის გამოცდილებიდან“, – წერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.
1/2 🇩🇪 honors the Georgians who were killed by Soviet troops as they demonstrated for freedom & democracy on Rustaveli on 9 April 1989. In East Germany people protested for the same cause and in November 1989 the Berlin Wall fell. Defending freedom & democracy is an ongoing task. pic.twitter.com/uUF858SVuP
— Peter Fischer (@Diplo_Peter) April 9, 2025