დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, ეს არის მეხუთე პრიორიტეტი, ეს პრიორიტეტი შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გასულ წელს უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოს მეთაურების და მთავრობის ხელმძღვანელების დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემაა, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ვენეციის კომისიამ ძალიან ცხადად თქვა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, არ არის სწორი მიდგომა, არის ბევრი რისკი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ველოდებით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ თქვა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ განსხვავებულ რამეს. ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმას, უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლას. ასე რომ, მთლიანი გარემო უნდა შეიქმნას, რომ მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ აქ ვართ ევროკავშირი, რომ დაგეხმაროთ ჩვენი ექსპერტიზით, ექსპერტებით, რა გზასაც აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში“, – განაცხადა ელჩმა.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი.