შემიძლია, დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე და ევროკავშირის ყველა ელჩი დაგვპატიჟეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციის, „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი და ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თუმცა, ვინაიდან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ვისურვებდი, რომ დეტალების გასაჯაროებისგან თავი შემეკავებინა.
ჩვენ ვიმყოფებით ძალიან საინტერესო კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომელიც ეხება უსაფრთხოების არქიტექტურას ევროპაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სასტიკი ომის პირობებში. ნათელია, რომ ამგვარი განხილვები არის უკიდურესად საჭირო. ასევე, ძალიან მოხარული ვარ, რომ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მკვლევარი არის წარმოდგენილი დღეს აქ, რომ განიხილოს ომის შედეგები არა მხოლოდ ფართოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის, არამედ ასევე საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
თარგმანი საქართველოს პირველი არხი.