ჩემი ზემდგომები ბრიუსელში ასრულებენ გაფართოების მოხსენების მომზადებას, რაც არის პირველი გაფართოების მოხსენება საქართველოსთვის და შეიცავს რეკომენდაციებს წევრი ქვეყნებისთვისაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს რეკომენდაციები იქნება დადებითი, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რეკომენდაციას მივანიჭებთ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„სამწუხაროდ, უნდა დავიცადოთ 8 ნოემბრამდე. 8 ნოემბერს იქნება გაფართოების შესახებ მოხსენება საქართველოსთვის და სხვა ცხრა ქვეყნისთვის, საჯარო იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი მიმართულებით წავა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.