პარლამენტმა 79 ხმით მხარი დაუჭირა თორნიკე ფაღავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლე იქნება.
თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
შეგახსენებთ: დღეს, საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით მამუკა მდინარაძე საქართვესლოს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩია.




