საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით მამუკა მდინარაძე საქართვესლოს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩია.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარტია "ქართული ოცნების" აღამსრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა

ანრი ოხანაშვილმა სუსის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.