პარლამენტმა გეკა გელაძის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა.

მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 12 დეპუტატი.

მანამდე, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი სულხან თამაზაშვილმა შეცვალა.