2 ივლისს, 09:30 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნება სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი; 2004-20012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.
სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები თორნიკე გერლიანი (განმეორებით) და იმედა მაისურაძე, გენერალი მამია ბალახაძე, ბატონები გიორგი გახარია (განმეორებით, ჩართვით) და უჩა გუგუჩია (ჩართვით).