პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 16 ივნისს დაიფარეს. გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე დღეს, 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო.

პარტიამ „ გახარია საქართველოსთვის“ აღნიშნულ საკითხზე გუშინ, 22 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უარი განაცხადა გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.