პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
28 აპრილს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.
სხდომაზე განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე.სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები - თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.