პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე განიხილება. საგამოძიებო კომისიის წევრების წინაშე მიხეილ ართმელაძე და ოთარ სურმანიძე წარდგებიან, რომლებიც მათი ოჯახის წევრების უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებენ.
მმართველი გუნდის ლიდერების განმარტებით, საგამოძიებო კომისიაზე აღნიშნული ტრაგიკული და მძიმე საქმე ნათლად აღწერს მიხეილ სააკაშვილის საპოლიციო ძალების არაადამიანურ მოპყრობასა და მის მიერ დანერგილ ე.წ. ნულოვან ტოლერანტობას.
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.