23 მაისს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.სხდომაზე განსახილველი საკითხებია: სატელევიზიო არხ „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2004-2012 წლებში

ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტები.სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი სოფიო ნიკოლაიშვილი, ბატონები - ნოდარ არველაძე, ვიქტორ ჯაფარიძე და ლევან გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ: კომისია საკუთრებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, ქართველი მოღვაწის, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს განიხილავს.

კომისია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას სწავლობს.