მე რომ ვიყო უმრავლესობაში და 84 მანდატი ჰქონდეს ოპოზიციას, საერთოდ არ მოვიკითხავდი სად არის კობახიძე და თალაკვაძე - ამის შესახებ „დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ღალატსაც გაბედულება უნდა, კანდიდატის სტატუსი რომ ჩააგდო, ამასაც გაბედულება უნდა. უნდა თქვა პირდაპირ, რომ არ მინდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს უნდათ ისე გააკეთონ, რომ ოპოზიციას და დასავლეთს დაჰბრალდეს, რომ აი კანდიდატის სტატუსი ჩვენს გამო კი არ აქვს ქვეყანას, არამედ ოპოზიციამ არ იმუშავა. მე რომ ვიყო უმრავლესობაში და 84 მანდატი ჰქონდეს ოპოზიციას, საერთოდ არ მოვიკითხავდი სად არის კობახიძე და თალაკვაძე. პირიქით ვეტყოდი, არ მოხვიდეთ, ხელი არ შეგვიშალოთ ამ პროცესში-თქო, მაგრამ ესენი ეძებენ მიზეზებს და არა საშუალებებს, რომ რეკომენდაცია არ შესრულდეს“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.