თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმა, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„ძალა ერთობაშია“ - რომელ საუკუნეში თქვეს?! სკოლაში რომ შევედი, მე-2 კლასში მასწავლეს. ისტორიიდან, როცა ერთად შევძელით დადგომა, ყოველთვის ვიმარჯვებდით. მაშინ, როდესაც თან ერთმანეთს ვებრძოდით და თან მტერს ძალიან გვიჭირდა. რას ნიშნავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ დავდგებით? კოალიციურ მთავრობაში არ დადგებიან ჩვენთან ერთად?
სინამდვილეში, საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა. ჩვენ ვრჩებით ერთიანობის მომხრეებად. სხვა პარტიები შემოგვიერთდებიან თუ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას, რადგან რეჟიმი არის გაკოტრებული“,- განაცხადა მანჯგალაძემ.