"რეჟიმს ეშინია ამიტომ ბევრი პროვოკაცია იქნება. ბევრ სატყუარას შემოგვიგდებენ რომ 4 ოქტომბრის განკითხვის და გამარჯვების დღეს როგორმე კვამლის ფარდა ჩამოაფარონ. გუშინ უსმინეთ ლევან ხაბეშვილს და ბატონ პაატა ბურჭულაძეს? რას არ ეთანხმებით? რა არ მოგეწონათ? ვის აქვს უფრო მარტივი და ცხადი გეგმა?" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს. წულუკიანის დასკვნა სინამდვილეში მათი საბრალდებო დასკვნაა, მტრის სურვილი, უკუღმა დანახული სიმართლე, რომელსაც საქართველო არ მიიღებს.
ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე! მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ერი და განაჩენი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება.” - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.