"ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენს მიერ, ეუთოს ანსამბლეის სესიის დატოვება პროტესტის ნიშნად." ასე მიმართავს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე "ქართულ ოცნებას".
"ხომ ხედავთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც არალეგიტიმურად მიგიჩნევენ და არავის უნიდხართ.
ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენს მიერ, ეუთოს ანსამბლეის სესიის დატოვება პროტესტის ნიშნად.
საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მადლიერები ვიქნებით თუ ასეთ ნაბიჯს ქვეყნის შიგნითაც გაიმეორებთ" - წერს პაატა ბურჭულაძე.
ცნობისათვის: 8 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია" მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.









