პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, ხმაური იყო.

როდესაც თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს. 

ბანერი ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა.

შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა