სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი მოთხოვნით ბოლო 3 წლის განმავლობაში შსს-სა და პროკურატურაში 60 ფაქტზე გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. მისი თქმით, ეს ვითარება არსებული საგამოძიებო სისტემის სერიოზულ ხარვეზზე და ამ სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს.
"ბოლო 3 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში სახალხო დამცველის მოთხოვნით 60 ფაქტზე დაწყებულ არცერთ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ხშირია სამართალდამცავთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები და შესაბამისად მოქალაქეთა საჩივრები.
შექმნილი ვითარება არსებული საგამოძიებო სისტემის სერიოზულ ხარვეზზე და ამ სისტემის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს. ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას სადაც ადამიანის წამება და არასათანადო მობყრობა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია, დაუშვებელი და მკაცრად დასჯადია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.