ჩემი გამარჯვება ენმ-ის გაძლიერების ტოლფასი იქნება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი გამარჯვება იქნება ტოლფასი პარტიის გაძლიერების, არ იქნება იმის ტოლფასი, რომ ვინმე პარტიაში წაგებული დარჩება. ეს ნათლად გამოჩნდა დღევანდელი დაპირისპირებიდან. ვფიქრობ, მე მაქვს იმის საშუალება, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ასე მწვავედ დაპირისპირებულნი, ერთ მაგიდასთან დავსვა, მათი ძლიერი მხარე გამოვიყენო პარტიის გასაძლიერებლად და პარტია გამოვიდეს ამ კრიზისიდან“- აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.