"ომარ ნიშნიანიძე ჩემი პარტიელი არ არის და ამ საკითხზე მას არავინ ეკითხება, არც ჩემი კვოტა და არც ჩემი რაოდენობა", - აღნიშნული განცხადება ნოდარ ებანოიძემ, ომარ ნიშნიანიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, ნიშნიანიძე აცხდებს, რომ რესპუბლიკელები კვოტირების საკითხზე პოლიტიკურად ვაჭრობენ.
"ომარი არ წყვეტს ეგეთ საკითხებს, რასაც წყვეტს, ის გადაწყვიტოს. გასაგებია ის ამბობს ათას რამეს, რომელსაც მე ვერ ვგებულობ. თუკი მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ კოალიციურად წავიდეთ მომავალ არჩევნებზე, რა თქმა უდნ,ა ეს არის ჩვეულებრივი თემა პოლიტიკური ჯგუფს, რომელიც იქნება ამ კოალიციაში, წარვუდგენთ ჩვენს სიას.
რამდენი იქნება ჩვენგან, ეს არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წინაზეც ასე იყო, მაგალითად არავინ იცოდა რამდენ პორცენტს აიღებდა "ქართული ოცნება" არჩევნებში მე მოვხვდი პარტიული სიითაც. ის, რომ ჩვენგან 6 მაჟორიტარიდან 5 გავედით ეს იყო მაღალი შედეგი", - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.