სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩთან შეხვედრის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„სლოვენია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს გაწევრიანებას დიდ ევროპულ ოჯახში.

მიმდინარე წელს სლოვენია ჩვენსავით დაზარალდა სტიქიური მოვლენების შედეგად. ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ ალპური ქვეყნის თითქმის ორი მესამედი დააზარალა, გაანადგურა ინფრასტრუქტურაც. აღნიშნულ მოვლენას მოჰყვა მსხვერპლიც, რის გამოც ვუთანაგრძნობ ჩვენს მეგობარ ქვეყანას.

უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაანახა ევროკავშირს, რომ საჭიროა მეტად გაძლიერდეს ისეთი მოკავშირეების შემოერთებით, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“,- წერს წილოსანი.