არ ვიცი, რამდენად მეგობრულად შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო დაპირისპირებისა და იმ უბედურების წინასწარმეტყველება თუ სურვილი, რომელიც ელჩმა გამოთქვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო დაპირისპირებას, სიღატაკეს და ნეგატიურ განვითარებას აფინანსებდა ევროკავშირის სხვადასხვა ფონდი.

„თუ ამ ყველაფერს წლების მანძილზე ვუმკლავდებოდით, ახლა საინტერესოა, კონკრეტული გეგმა ხომ არ აქვთ იმისთვის, რომ რაზეც ელჩმა ისაუბრა, ახალი დაფინანსების თუ შემოტევის ნაწილი მოხდეს“, – განაცხადა წილოსანმა.