საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არანაირი არგუმენტი და ფაქტები არ აქვს იმ ბრალდებების უკან, რასაც ის აცხადებდა. - - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა გააკეთა.
“მისი პოლიტიკური სიშლეგე არ აძლევს საშუალებას, რომ რაიმე კონსტიტუციური ან კანონის ჩარჩოში გააკეთოს. ის არ მივა პროკურატურაში გამოკითხვაზე - არა, ის - ვერ მივა გამოკითხვაზე, იმიტომ რომ მას არანაირი არგუმენტი და ფაქტები არ აქვს იმ ბრალდებების უკან, რასაც ის აცხადებდა.
მათ შორის, ნიშანდობლივია, რომ თავად მილერის განცხადებაში დიდ იმედს იტოვებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, ამხელა რეგალიის და ამხელა სიმბოლიკის მატარებელი, რაიმე ფაქტებს მაინც წარმოადგენს და მისი ბრალდებების უკან არის დადასტურება ამ ყველაფრის. თუმცა, რა თქმა უნდა, მინდა ყველა გავაწბილო, განსაკუთრებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, რომ პრეზიდენტს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ის მიჩვეულია ჰაერზე გაკეთებულ განცხადებებს,“ - ამბობს ნინო წილოსანი.