ევროკომისიის რეკომენდაცია დადებულია, რეფორმები განხორციელებულია, საქართველოს მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა ჩადებულია, ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ 15 დეკემბერს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესში, არანაირად არ უნდა აფერხებდეს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რადგან როგორც 1 წლის წინ საქართველო ნეგატიური კონტექსტით იყო გამოთიშული ტრიოს, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ ამჯერად პოზიტიური ჭრილით გამოეყოს ამ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.