ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გუშნდელი ქადაგების შეფასებაზე განაცხადა, რომელი შსს-ს ახალ კანონპროექტს ეხებოდა.

"ამ ინიციატივის უკან დგას პირადად ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების სურვილი, რომ სამუდამოდ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება. ვინაიდან ესმით, რომ ეს, ამ ვითარებაში შეუძლებელია და დღეს თუ ხვალ მოქალაქეების პროტესტი აუცილებლად ხმამაღალი გახდება, მათი ამოცანაა დაბოლილი (უკაცრავად ჟარგონისთვის) და გაბრუებული ნახონ ნახევარი საქართველო და შესაბამისად ადვილად მართონ. 

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გაოგნებული დავრჩი მისი უწმიდესობის კომენტარითაც. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიამ ნამდვილად უნდა აღიმაღლოს იმის მიმართ ხმა, რცა ახლა ხდება. 

მე არ მჯერა თქვენო უწმიდესობა იმის, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობები უყვარს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კანაფის მოყვანას მასობრივად გეგმავს"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ინიციატივით შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს. უწყებამ კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტს უკვე წარუდგინა, თანხმობა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოშიც გადააგზავნა. კანონპროექტის მიხედვით, კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია 25 000 ლარი ეღირება 

პატრიარქის თქმით, პასუხისმგებლობა მარიხუანასა და ნარკოტიკებზე ხელისუფლებას ეკისრება!