ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან.

„დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებთ კონგრესმენებთან შეხვედრებს. მთავარი საკითხია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები ისევ სტრატეგიული პარტნიორობის სიმაღლეზე გადავიყვანოთ, თუმცა შევძინოთ დამატებითი ეფექტი, რომ არის იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე ეს პარტნიორობა. გვექნება საუბარი ოკუპაციის საფრთხეებზე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, შესაბამისად ფართო სპექტრია იმ თემებისა, რომელსაც განვიხილავთ როგორც უშიშროების საბჭოში, ასევე კონგრესში“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.