სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ის ამ ჟურნალისტს ანგაჟირებული მიდგომა ჰქონდა, ის ცალსახად წარმოჩენილია, როგორც მხარე, შესაბამისად, ამას ვერანაირი კრიტერიუმით და სტანდარტით ვერ უწოდებ, თუნდაც ჟურნალისტურ გამოძიებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ არ გაითვალისწინეს არც ერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც საქართველოს მხრიდან მიიღეს.
„მათ მოუწევთ, რომ უკვე სასამართლოში აგონ პასუხი ამ დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე, რადგან ქართული მხარე აუცილებლად უჩივლებს BBC-ის და ნებისმიერ სხვა ტელეკომპანიას თუ მედიაორგანიზაციას, ვინც ასეთი სახის დეზინფორმაციას გაავრცელებენ. ჩემი მხრიდან სპეკულაციები სწორი არ იქნება, თუმცა ეს ყველაფერი აქციების დაწყების თარიღს მიუძღვნეს. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნების, მინისტრებისა და პოლიტიკოსების განცხადებები მოვისმინეთ აქციების ერთი წლის თავთან დაკავშირებით. ეს იმას ადასტურებს, ამ აქციებით ვინ იყო დაინტერესებული. არ მახსოვს, რომ ყვითელჟილეტიანების აქციების ერთი წლის თავზე ვინმეს რაიმე განცხადება გაეკეთებინა, ან გერმანიაში ეკო აქტივისტების აქციებზე. საერთოდ, აქციების წლის თავზე განცხადებების გაკეთება პირველი შემთხვევაა და ნათელს ხდის, ვისი ინტერესი იყო“, – განაცხადა სამხარაძემ.








