პეტერ მადიარისგან განსხვავებით, ქართული ოპოზიცია პოლიტიკურად სრულიად გაკოტრებული ძალაა, რომელსაც სახალხო მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მადიარის გამარჯვებასთან დაკავშირებით მათი ჟრიამული და ჟივილ-ხივილი სრულიად უადგილოა.
„არც ხალხთან მუშაობის რესურსი აქვთ და არც ცვლილებების, რადგან საზოგადოებას „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესს პოლიტიკას ვერ შესთავაზებენ. მათთვის არც უსაფრთხოების დაცვაა მნიშვნელოვანი, არც ღირებულებების. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ. შესაბამისად, მათი მცდელობები ფუჭი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.








