კრიზისი, რომელიც არსებობს ამერიკულ-ევროპულ ურთიერთობებში, პირველ რიგში, გამოწვეულია ევროპის მხრიდან საკუთარი ინტერესების მეორე პლანზე გადაწევით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ამაზე თავისთავად ფაქტები მეტყველებენ. მათ შორის ის, რომ ეკონომიკური ზრდა არათუ შემცირებულია, რიგ შემთხვევებში ფაქტურად ნულს უტოლდება, ასევე საკმაოდ გაძვირებული ენერგორესურსები, ასევე ღია მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც რიგ შემთხვევაში არ ამართლებს“, - აღნიშნა სამხარაძემ.








