საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ინდოეთის აკადემიურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, აღნიშნული ცენტრი მსოფლიოს ტოპ-ოცეულში შედის. მისი თქმით, მრგვალი მაგიდის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას და რეგიონულ ინტეგრაციაზე.

დეპუტატის ცნობით, დისკუსიის დროს კითხვები იყო ანაკლიის პორტზე, რუსეთ-უკრაინის ომზე.

„მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ინდოეთში აკრედიტებული დიპლომატები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ანალიტიკოსები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ნაყოფიერი დისკუსია შედგა“, – განაცხადა სამხარაძემ.