საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საპარლამენტო ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2027 წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 35 წელი სრულდება. მხარეებმა ისაუბრეს ამ თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა კულტურული ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობებზე.
საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.









