საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ფორუმის მნიშვნელობასა და როლზე საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაში.
შეხვედრისას ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკურ ფორუმსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს შესაძლო ერთობლივ ღონისძიებებზე. აგრეთვე, საქართველოს როლზე რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე.









