მიშა, მიუხედავად უმძიმესი დაავადებებისა, აზროვნებით ყველას ჯიბეში ჩაისვამს, ძალიან გონიერია - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„მიშას მიმართ შიშის გრძნობა აქვთ , ესენი ხომ მშიშარები და ბოროტები არიან. რა საკვირველია. დიდი ფაქტორია, კაცი უმძიმეს მდგომარეობაში, 44%-იანი კახექსიით, ამდენი დაავადებით როგორ აზროვნებს და ამ აზროვნებაში ალბათ, აჯობებს მოწინააღმდეგეთა უზარმაზარი ბანაკის, თუნდაც პარლამენტარებს, ყველას ჯიბეში ჩაისვამს იმიტომ, რომ მიშა არის ძალიან გონიერი, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ძლიერი პიროვნებაა. მათ უნდათ მისი სრული ინვალიდიზაცია, რომ მიშა იყოს აბსოლუტურად უშიშარი მათთვის. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რაღაცას, დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ, მიშასთან მქონდა და მაქვს კონტაქტი და ნამდვილად ვიცი, რომ არ აპირებს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას”- აღნიშნა ნიკოლოზ სააკაშვილმა.