დღეს დიდი მინუსი დაეწერა მოსამართლე არევაძეს, როგორც ჩანს კარგად დაამუშავეს - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში ისაუბრა.
„მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან დიდი მინუსი დაეწერა მოსამართლე არევაძეს, როდესაც მან მიიღო, საქმეში ჩადო „ემპათის“ მიერ მომზადებული დასკვნის დასკვნა. დღემდე ასე თუ ისე, იმედის თვალით ვუყურებდი ამ პიროვნებას, რაღაცები დათმო, რაღაცებზე უარი უთხრა ბრალდების მხარეს, მნიშვნელოვანი რაღაცები დააკმაყოფილა მიშას ადვოკატების და დღეს ამ საბუთის მიღება იყო ძალიან ცუდი. როგორც ჩანს, კარგად დაამუშავეს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“- განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.