„ივანიშვილი მდიდრდება, ხალხი ღარიბდება. საქართველოში მოქმედებს სქემების ეკონომიკა, სქემები რომელიც აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს ელიტას. ივანიშვილის პარტიას სურს ისაუბროს ყველაფერზე, მაგრამ არა გაზრდილი ფასებზე, მასობრივ ემიგრაციაზე და უპერსპექტივობაზე. - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ
"დღეს გავიგეთ რომ ივანიშვილის ქონება მხოლოდ ბოლო 2 თვეში, 900 მილიონი ლარით გაიზარდა. ივანიშვილი საქართველოში იმდენ ფულს შოულობს რომ თავად მისივე პროკურატურის მტკიცებით, საქართველოში არსებული სქემებიდან 400 მილიონ ლარზე მეტი, ოლიგარქს საკუთარმა ფინანსიტმა - ბაჩიაშვილმა მოპარა.
ივანიშვილი, საქართველოში აწყობილი სქემებით მილიარდობით დოლარს აკეთებს.
სქემების ნაწილია საბანკო სისტემა, რომლის წმინდა მოგებაც არაადეკვატურად მაღალია, რადგან ადამიანები საბანკო სესხებში უზარმაზარ პროცენტს იხდიან.
მხოლოდ 2023 წელს ბანკებმა 2 მილიარდ 500 მილიონ ლარი მოიგეს რაც 20 ჯერ მეტია 2012 წელთან შედარებით. საქართველოში ოცნების მმართველობის დროს არც პენსია, არც ხელფასი არც რაიმე სხვა შემოსავალი 20 ჯერ არ გაზრდილა - მაგრამ 20 ჯერ გაიზარდა ბანკების მოგება. ეს ასახავს სქემების ეკონომიკის არსებობას, რომლის შედეგადაც ელიტა მდიდრდება და ხალხი ღარიბდება.
პარალელურად ქართველი ხალხის უმრავლესობას აქვს საკვების და მედიკამენტების ყიდვის და კომუნალურების გადახდის პრობლემა. ბოლო 5 წელიწადში სურსათზე ფასები საშუალოდ წლიურად 10 % -ზე მეტით იზრდებოდა და ჯამში 60 %- ით არის გაზრდილი.
ოცნებას ჰქონდა 12 წელი რომ ემუშავა ხალხისთვის და საპასუხოდ მივიღეთ ეკონომიკა, სადაც ელიტა მდიდრდება და ხალხი ღარიბდება.
საქართველოს კარგი ხელისუფლების პირობებში შეუძლია იყოს წარმატებული, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საიდანაც მისი მოქალაქეები ემიგრაციაში არ გარბიან. 2024 წელი აუცილებლად იქნება ცვლილებების წელი.“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ