"ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში წინაურდება კობახიძე და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი შეირგებს უკვე მოპარულს.
ღარიბაშვილმა უზომოდ ბევრი მოიპარა, იმდენი რომ საკუთარ სტუდენტ შვილს 100 000 ლარიანი ჩარტერით უშებდა „სასწავლებლად“ მაშინ როდესაც სხვისი სტუდენტი შვილები გადაჭედილ ავტობუსში ვერ ადიან, ეს ავტობუსები საცობში დგას და თითეულიდან 100 000 ევრო კალაძის კლანს აქვს ჯიბეში ჩადებული. - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა ობოლაძე სამთავრობო ცვლილებებზე
"ეს სტუდენტები ვერ მიდიან სამსახურებში, სადაც 600-800 ლარზე ღამეს ათევენ რომ საკუთარი სწავლის საფასური გადიხადონ.
ღარიბაშვილმა ბევრი მოიპარა და შეარგო ამ ეტაპზე, მანამ სანამ დიდი ცვლილება არ მომხდარა ქვეყანაში.
ცვლილება რომელიც მოიყვანს ახალ მთავრობას, რომელიც მოემსახურება ხალხს და რომლის მიზანიც ოცნების მსგავსად ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრება კი არა, საქართველოში ინვესტიციების შემოტანა და მაღალანაზაღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
ამით მხოლოდ ის შეიცვალება რომ ივანიშვილის კორუფციულ იერარქიაში როლები გადანაწილდება, შემდეგ კობახიძე მოიპარავს მეტს, მაშინ როდესაც ღარიბაშვილი შეირგებს უკვე მოპარულ ასეულობით მილიონს.
ეს არის ხალის შეურაცხყოფა და ხალხის ძარცვა უნდა დასრულდეს 2024 წლის არჩევნებზე.“- განაცხადა ნიკა ობოლაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით