ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ.

  როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საქმე მხოლოდ დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასში არ არის და ეს იმ დიდი პრობლემის ნაწილია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის გამო უდგას საქართველოს.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა მთლიანად მთავრობისა და ბიუროკრატიის ზომა და ფუნქციებია.

 ეს ყველაფერი იზრდება წლიდან წლამდე ჩვენი მოქალაქეების დღევანდელობისა და მომავლის ხარჯზე, რადგან ეს ფული სწორედ მათი შრომის შედეგად მიღებული დოვლათიდან აკრეფილი გადასახადებია.

 ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული მოქალაქეების ჯიბეში რჩებოდეს ყველა სფეროში, თავად განკარგავდნენ მეტს საკუთარი შრომით მოპოვებული ხარჯებიდან და მხოლოდ იმათ ვეხმარებოდეთ, ვისაც განსაკუთრებით უჭირთ, ეს ფული ხმარდება ამ ბიუროკრატიის, პოლიტიკური მანქანისა და პოლიტიკური ფიგურების შენახვას ივანიშვილის რეჟიმის იერარქიაში”- თქვა გიგა ბოკერიამ