ვისი გამრიცხავები არიან, მთელი ცხრა თვის განმავლობაში სოფელ-სოფელ ევროკავშირისა და საქართველოს დროშას არჭობენ, - ეს განცხადება ნიკა მელიამ "რეაქციაში" გააკეთა.
„რას მოიგებენ, ვისი გამრიცხავები არიან, მთელი ცხრა თვის განმავლობაში ტრუბა, კვადრატი, მილები დააქვთ და სოფელ-სოფელ არჭობენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშას, ეს არის მთელი მათი კამპანია, განსხვავებული რა გაუკეთებიათ. დროშა უნდა ააფრიალო გამარჯვების შემდეგ. აქციეს პარტია მილიონერთა კლუბის წარმომადგენლებად, რომლებსაც ბიზნესი, დეკლარირებულიც არ აქვთ და ოპოზიციიდან იშენებენ სახლებს, მენეჯმენტის ძირითად ნაწილს ვგულისხმობ“, - ამბობს მელია.