პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის, რომელიც უკვე არსებულ ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს
"ის რაც პარტიაში მოხდა და ხდება არ არის მცირე ამბავი. პირიქით, გამოწვეულია ფუნდამენტური განსხვავებებით. შედეგად მიღებულია მძიმე, ღრმა ჭრილობა. რომელიც არ არის შეხორცებული და შეიძლება არც შეხორცდეს. ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს. და ჩვენ, უმრავლესობა რასაც ვაკვირდებით ამ პროცესის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ღია მსჯელობა უნდა გაიხსნას, განსხვავებით იმ ადამიანებისგან ვინც არიან მენეჯმენტში.
მე და ჩემი მეგობრები ასე გაუთავებლად არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილზე და კეზერაშვილზე საუბარს. გასაგებია, მთელმა ქვეყანამ იცის, დღეს ნაციონალური მოძრაობის მართვა ამ ადამიანების ხელშია. აქედანაც არის გამომდინარე უდიდესი კონტრასტული სხვაობა, ჩვენ გამოვრიცხავთ, რომელიმე სხვა არსებულ პარტიაში გადასვლას ან გაერთიანებას. ბუნებრივი ეს აზრადაც არავის მოსვლია." - განაცხადა ნიკა მელიამ "კურიერთან".