თავს უფლებას ვაძლევ, საზოგადოებას ვუთხრა, სულ ცოტა ხანში ამაში ყველა დავრწმუნდებით, რომ ჯერ უკვე არჩევნებამდე ეს პარტია გადაიქცევა მთავარ ოპოზიციურ პარტიად,- ამის შესახებ ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენს გუნდში, სადაც არის გაერთიანებული ნიკას და ჩვენი გუნდი, არის წლების განმავლობაში ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი. ბევრ მათგანს საზოგადოება იცნობს, ბევრს არ იცნობს და ეს კომბინაცია, ეს სინთეზი, ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული და თავს უფლებას ვაძლევ, საზოგადოებას ვუთხრა, სულ ცოტა ხანში ამაში ყველა დავრწმუნდებით, ჯერ უკვე არჩევნებამდე ეს პარტია გადაიქცევა მთავარ ოპოზიციურ პარტიად და არჩევნების შემდეგ იქნება, მთავარი ძალა სხვებთან ერთად, რომელიც დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას, ამაში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა ნიკა მელიამ.