პირობას ვდებ, ჩვენი პარლამენტში ყოფნა და ევროპული, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ოპონირება იქნება ნაყოფიერი, უკომპრომისო და იმ სტილის, რომელიც აუცილებელია საქართველოს პარლამენტში კულტურული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი გარემოსთვის - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ და განმარტა, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს, რათა ახლად შექმნილ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობა გაიზარდოს.
მისივე თქმით, პარლამენტში ამ პოლიტიკური ჯგუფის მუშაობა ნაყოფიერი იქნება.
„გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კოალიცია და შევქმენით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, სახელწოდებით „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“. საპროცედურო კომიტეტმა სრულიად დაუჭირა მხარი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, რისთვისაც მათ მადლობა. ჯგუფში ჯერჯერობით ვართ მე და ბაჩუკი ქარდავა, თუმცა ვაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პარლამენტში გაიზარდოს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობა. ასევე, შეიძლება ფიქრი პარლამენტში კიდევ ერთი საპარლამენტო ფრაქციის შექმნაზე. ამაზე ჩვენ გვაქვს საუბრები.
ჯგუფის თავმჯდომარედ არჩეული ვარ მე. პირობას ვდებ, ჩვენი პარლამენტში ყოფნა და ევროპული, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ოპონირება იქნება ნაყოფიერი, უკომპრომისო და იმ სტილის, რომელიც აუცილებელია საქართველოს პარლამენტში კულტურული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი გარემოსთვის“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
შეგახსენებთ, პოლიტიკურ ჯგუფში „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ 2 დეპუტატი - ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა გაწევრიანდა







