"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. რომელიც მიხედვით ექვსმა პარტიამ სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღო.
ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს.
აი, მესმის." - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.